თბილისის საკრებულოს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა დაცვამ "ნაცმოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებს იძულებით დაატოვებინა

თბილისის საკრებულოს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა დაცვამ "ნაცმოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებს იძულებით დაატოვებინა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან დაცვამ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები და ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საკრებულოს სხდომა შეწყვეტილი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლოჟაში მყოფ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, კერძოდ ელენე ხოშტარიას არაერთხელ მიმართა, მიეცათ მათთვის მუშაობის საშუალება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა უარი განაცხადეს აღნიშნულზე, კერძოდ ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ საკითხი მოუმზადებელია და სხდომა უნდა გადაიდოს.

ლოჟაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ძალის გამოეყნებით დარბაზიდან გაიყვანეს ისინი. სხდომა ამ წუთებშიც არ განახლებულა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დაპირისპირებულებს 10 წუთი მისცა სიტუაციის განსამუხტად, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ პატრულს გამოიძახებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."