დავით ნარმანია - ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა, მოვუწოდებ, შეეშვან ასეთ ქმედებებს

დავით ნარმანია - ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა, მოვუწოდებ, შეეშვან ასეთ ქმედებებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, საკრებულოს წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მისცენ, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის მხირდან პირადად მან ვერ მოისმინა საკითხზე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, ამიტომ მერის თქმით, საჭიროა, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მუშაობის საშუალება მისცეს.

"ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქმედებებს და საკრებულოს მისცენ საშუალება სხდომის ჩატარების", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."