თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა

თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა

თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა. საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხი, ასევე თაბორის მთაზე დამატებით 5 000 კვ.მ ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნის საკითხი, ნაჩქარევად არის გამოტანილი დღევანდელ სხდომაზე და არ აქვს უფლება იმყოფებოდეს ამ სხდომაზე. ალეკო ელისაშვილმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა საკრებულოს დარბაზში დღეს მომხდარი მოვლენების გამო.

განცხადების გაკეთების შემდეგ მან სხდომა დატოვა. სხდომა დატოვა ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა. მარიკა დათუკიშვილმა მიმართა საკრებულოს უმრავლესობას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მათ უნდა რცხვენოდეთ, რითაც მან საკრებულოს უმრავლესობის წევრების განაწყენება გამოიწვია. უმრავლესობის დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.

სხდომა დატოვა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ. ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა და საკრებულოს წევრმა ზაზა ვეკუამ. მისივე თქმით, დღეს წარმოდგენილი საკითხები, რამაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია, არ არის მომზადებული. მისივე თქმით, ეს საკითხები საკრებულოში 21 სექტემბერს შემოვიდა. კომისიას კი 23 სექტემბერს გაეგზავნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."