მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო მატჩიდან 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო მატჩიდან 403 214 ლარი შეგროვდა

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; "მსოფლიო XI": ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით 403 214 ლარი შეგროვდა.

ნახეთ: სახალისო ინციდენტი ვარსკვლავურ მატჩზე - 11 წლის ბიჭი მალდინის სანახავად სტადიონზე შეიჭრა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი