როგორია ბათუმში, მშენებლობაზე დაშავებულ მუშების მდგომარეობა

როგორია ბათუმში, მშენებლობაზე დაშავებულ მუშების მდგომარეობა

ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, მშენებლობაზე დაშავებულ მუშებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. გუშინ, ბათუმში კომპანია "ალიანს პალასის" მშენებლობაზე დაშავებული ხუთი პირი ბათუმის სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ალიანს პალასის" შენობის მესამე სართულზე ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა.

გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი