ზაალ უდუმაშვილი - თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან

ზაალ უდუმაშვილი - თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან

თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნარმანიასთვის მიცემული ნახევარსაათიანი ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა ნარმანია არ გამოსულა და არ დაუფიქსირებია პოზიცია პუშკინის სკვერსა და თაბორის მთასთან დაკავშირებით.

უდუმაშვილის თქმით, ახლა უკვე საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ეცდებიან შეხვდნენ მერიაში დავით ნარმანიას და მაღალჩინოსნებს, რათა მიიღონ პასუხები იმაზე, აპირებენ თუ არა არჩევნებამდე ამ საკითხის შეჩერებას.

ამ დროისთვის შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."