თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე დაკავებულთა ვინაობის ან მათი ადგილსამყოფელის შესახებ არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დაძაბულობის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.