"ნაცმოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"ნაცმოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის დადგენილება გახდა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ სასამართლოს წარუდგინოს აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.

რაც შეეხება ვადას, მერიამ აღნიშნული ჩანაწერები დადგენილების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.

გარდა ამისა, მოსამართლემ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ, მიმართა, თუ ჰქონდათ დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ აქციის პერიოდში იყო წვიმა, ეცვათ საწვიმარი ლაბადები და სამხრე კამერებით ჩაწერას ვერ მოახერხებდნენ.

შემდეგ სასამართლო პროცესამდე, ყველა დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

გუშინ თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ