"680 მლნ დოლარზე მეტია ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, რადგან 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი აბრიალებს თვალებს და ყვირის"

"680 მლნ დოლარზე მეტია ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, რადგან 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი აბრიალებს თვალებს და ყვირის"

680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ როდესაც მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა.

"არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - ეს არის თბილისი, გურია, სამეგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის. მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, რომ პულსი გაქვს შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."