როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

როგორ გავხდეთ დედა ნებისმიერ ასაკში : ინოვაციური მეთოდი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

ხშირად, ჩვენი სურვილები და გეგმები ბიოლოგიური შესაძლებლობებს არ ემთხვევა, მაგალითად - ქალების შვილოსნობის უნარი, რომელიც დროთა განმავლობაში ქვეითდება.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქალი ცდილობს კარიერის მოწყობას და შესაბამისად, შვილების გაჩენას მოგვიანებით გეგმავს. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სულ უფრო მეტი ქალი ხდება დედა 30 წლის ასაკში, 20-ის ნაცვლად.

ინოვაციური მეთოდის შესახებ, კომპანია "მედვიზიტ გლობალის" დირექტორი, ექიმი-გინეკოლოგი, თამუნა გაბუნია გვესაუბრება.

"ცნობილია, რომ ასაკი უარყოფითად მოქმედებს ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობაზე, მის ხარისხზე და იწვევს მნიშვნელოვან შემცირებას 35 წლის ასაკიდან. საბედნიეროდ, არსებობს გამოსვალი: კვერცხუჯრედების გაყინვა ადრეულ ასაკში, მათი შემდგომი გამოყენებისთვის.

ამ მეთოდის წყალობით, ქალს საშუალება ეძლევა ჰყავდეს საკუთარი გენეტიკის მატარებელი შვილები მაშინ, როცა მზად იქნება დედობისთვის, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

წლების განმავლობაში კვერცხუჯრედების გაყინვა წარმოადგენდა ექსპერიმენტულ პროცედურას და არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. 2012 წელს ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციამ კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდს მოუხსნა ექსპერიმენტულის სტატუსი, ვინაიდან დადგინდა მეთოდის უსაფრთხოება და დღეს კვერცხუჯრედების გაყინვა განიხილება ეფექტურ მეთოდად და ფართოდ გამოიყენება ინ ვიტრო, ანუ ხელოვნურ განაყოფიერებაში.

რაში გამოიხატება აღნიშნული მეთოდის უპირატესობა?

კვერცხუჯრედის გაყინვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მეთოდი ეხმარება ქალებს, რომელთაც არ სურთ ადრეულ ასაკში გააჩინონ შვილები, ან ვერ ახერხებენ დაორსულებას სხვადასხვა მიზეზის გამო (კარიერა, ოჯახური პირობები, პარტნიორი), მაგრამ სურთ, თავიდან აიცილონ დაგვიანებულ შვილოსნობასთან ასოცირებული რისკები. კვერცხუჯრედის გაყინვა ანიჭებს ქალებს მეტ თავისუფლებას ოჯახის დაგეგმარების საკითხში, მათი სურვილების და შესაძლებლობების შესაბამისად. აღნიშნული მეთოდი, ასევე, გამოიყენება ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას სთავაზობთ პაციენტებს?

"მედვიზიტ გლობალი" წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალების მოტივაცია/გაძლიერება -ჰქონდეთ მეტი თავისუფლება ცხოვრებაში და თვითონვე აირჩიონ, როდის გახდნენ დედები, ბიოლოგიური საათისგან დამოუკიდებლად.

"მედვიზიტ გლობალი" გთავაზობთ კვერცხუჯრედის ექსტრაქციას, გაყინვას და შენახვას, ასევე შემდგომ მისი გამოყენების შესაძლებლობას ხელოვნური განაყოფიერების გზით. ჩვენ გთავაზობთ კვერცხუჯრედების გაყინვას უახლესი ვიტრიფიკაციის მეთოდით, რაც გამორიცხავს კრისტალების წარმოქმნას გაყინვის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კვერცხუჯრედების შემადგენლობაში შედის წყალი.

რა ღირს ინოვაციური მეთოდი?

ინოვაციური მეთოდის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მისაღებ ფასად. ძირითად პაკეტში შედის: პირველადი გამოკვლევები, სამედიცინო მომზადება, კვერცხუჯრედის ექსტრაქცია, რომელიც 15-წუთიანი პროცედურაა და ტარდება ანესთეზიის ქვეშ. ასევე, კვერცხუჯრედის გაყინვა და შენახვა. ბაზისური კვლევებით, შესაძლებელია, შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას. "მედვიზიტ გლობალი" თანამშრომლობს საქართველოში წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეპროდუქციული მედიცინის სფეროში.

აღნიშნული მეთოდის გარდა, კიდევ რა მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

”მედვიზიტ გლობალი” დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო კლინიკებთან და პროფესიონალ ექიმებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წყვილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მშობლები, თუმცა გარკვეული პრობლემები აქვთ, დავეხმარებით მათთვის სასურველი სუროგატი დედის და/ან კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.

დონაციისა და სუროგაციის საერთაშორისო კომპანია ”მედვიზიტ გლობალი” პაციენტის ინტერესზე მორგებული კომპანიაა, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს.

უფასო კონსულტაციისთვის დარეკეთ 599 56 67 61 ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე http://medvisitglobal.com

გვეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდზე : www.facebook.com/

R

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე