მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ

მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთან ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ

უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება უკვე მეორედ მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა, გამოძიებამ ვადის გაგრძელება ექსპერტიზის დასკვნების არქონის გამო მოითხოვა. მისივე თქმით, გამოძიებას როგორც ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის თაობაზე დასკვნა, ასევე გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ არ მიუღია.

„არაფერი მიგვიღია, არც ცხედრის გამოკვლევა, არც ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გაუჭირდათ ალბათ, ვინაიდან რთული შემთხვევაა. ამჯამად ახალაიას მდგომარეობა ნორმალურია. ჯერ კიდევ მუშაობენ ციხის ფსიქოლოგები“, - განაცხადა ოლგა გეჯაძემ.

უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ