აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას - პრემიერის კომენტარი

 აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას - პრემიერის კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. ასე უპასუხა კვირიკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს.

"რა გითხრათ, მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როცა ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს. მანამდე ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ვამბობ, რომ ის დაპირებები, რომელიც გავეცით, არის აღსასრულებელი და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."