"საპატიო თბილისელების" ვინაობა ცნობილია - 13 ადამიანს შორის, რომელსაც ეს სტატუსი გადაეცა, ზაზა ფაჩულიაცაა

"საპატიო თბილისელების" ვინაობა ცნობილია - 13 ადამიანს შორის, რომელსაც ეს სტატუსი გადაეცა, ზაზა ფაჩულიაცაა

ლეღვთახევში "თბილისობა 2017"-ის გალაკონცერტი და "საპატიო თბილისელების" დაჯილდოება გაიმართა. საღამო ანსამბლმა "სუხიშვილებმა" ხორუმით გახსნა და ქართული ესტრადის სხვადასხვა შემსრულებელმა გააგრძელა.

"საპატიო თბილისელები" დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. ეს სტატუსი წელს 13 ადამიანს გადაეცა, მათ შორის, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს. ასევე, საპატიო თბილისელებს შორის არიან: ლადო ათანელი, თამაზ ტყემალაძე, რომან შაქარიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, მერაბ თავაძე, გულიკო ჩაფიძე, დემიკო ლოლაძე, ეთერ ქემერტელიძე, ზაირა დავარაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, თამაზ ყურაშვილი, ზაზა ფაჩულია.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ხართ დაცული..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა საზოგადოებას, "საპატიო თბილისელის" წოდების მიღების შემდეგ

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია