ავტორი:

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"საპატიო თბილისელის" წოდება გურამ დოჩანაშვილს და ცხრა ექიმს მიენიჭა - ფოტოები უჩვეულო "თბილისობის" საღამოდან

"თბილისობა 2020"-ის ფარგლებში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართა. საღამოზე შესრულდა დიდი მაესტროს უკვდავი მელოდიები.

ცნობილი გახდა 2020 წლის საპატიო თბილისელის ვინაობაც. ეს წოდება დიდ ქართველ კლასიკოს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

მათ შორისაა:

ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;

მარინა ენდელაძე - ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე;

თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;

მარინა ეზუგბაია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;

ლევან გოფოძე - თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;

ლევან რატიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;

ელზა ვაშაკიძე - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი;

დავით გადელია - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი თბილისობა მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ კორონავირუსით გარდაცვლილებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს

"ოქროს ბირჟა" მუშაობას აჩერებს - 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა