კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14% - "ედისონ რისერჩის" წინასწარი კვლევის შედეგები

კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14% - "ედისონ რისერჩის" წინასწარი კვლევის შედეგები

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია "ედისონ რისერჩმა" გამოკითხვა ჩაატარა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კვლევის შედეგები ასეთია:

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია:

კახი კალაძე - 34%

ზალიკო უდუმაშვილი - 14%

ალეკო ელისაშვილი - 14%

ელენე ხოშტარია - 5%

ირმა ინაშვილი - 2%

გიორგი გუგავა - 2%

კახა კუკავა - 1%

გიორგი ვაშაძე - 1%

თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%;

არ გადამიწყვეტია - 13%

უარი პასუხზე - 7%

არავის - 6%

კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია:

ალეკო ელისაშვილი - 21%

ელენე ხოშტარია - 9%

ირმა ინაშვილი - 4%

კახა კუკავა - 3%

გიორგი გუგავა - 2%

თენგიზ შერგელაშვილი - 1%

გიორგი ვაშაძე - 1%

მონაცემების საერთო ჯამი 100%-ს აჭარბებს. ეს არ არის შეცდომა, რესპონდენტები ერთდროულად ორ კანდიდატს ასახელებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, მეორე ტურში გადასვლას მოახერხებდნენ, სწორედ ამიტომ პროცენტული ჯამი 100-ზე მეტია.

კითხვაზე, "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას," გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

ირმა ინაშვილი - 29%

ზალიკო უდუმაშვილი - 24%

ელენე ხოშტარია - 23%

გიორგი გუგავა - 23%

თენგიზ შერგელაშვილი - 21%

კახა კუკავა - 20%

გიორგი ვაშაძე - 20%

კახი კალაძე - 19%

ალეკო ელისაშვილი - 9%

რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია:

"ქართული ოცნება" - 36%

"ნაციონალური მოძრაობა" - 12%

"ევროპული საქართველო" - 8%

"ლეიბორისტული პარტია" - 5%

"პატრიოტთა ალიანსი" - 4%

"დემოკრატიული მოძრაობა" - 1%

"ახალი საქართველო" - 1%

"რესპუბლიკური პარტია" - 1%

არ გადამიწყვეტია - 15%

უარი პასუხზე - 8%

არავის - 9%

რაც შეეხება შეკითხვას, "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?" "რომელი პარტიისთვის არც კი განიხილავთ ხმის მიცემას არანაირ ვითარებაში?" შედეგები ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" - 32%

"პატრიოტთა ალიანსი" - 27%

"ლეიბორისტული პარტია" - 22%

"ევროპული საქართველო" - 21%

"დემოკრატიული მოძრაობა" - 20%

"რესპუბლიკური პარტია" - 20%

"ქართული ოცნება" - 19%

"ახალი საქართველო" - 18%

კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა პირებმა მოქმედ მერზე დავით ნარმანიაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს:

ძალიან მომწონს - 2%

გარკვეულწილად მომწონს - 23%

გარკვეულწილად არ მომწონს - 27%

ძალიან არ მომწონს - 41%

მსგავსი შეკითხვა დაისვა თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზეც:

ძალიან მომწონდა - 13%

გარკვეულწილად მომწონდა - 36%

გარკვეულწილად არ მომწონდა - 20%

ძალიან არ მომწონდა - 22%

გამოკითხულთა 64% დანამდვილებით აპირებს თბილისის მერის არჩევნებზე ხმის მიცემას:

სავარაუდოდ კი - 19%

სავარაუდოდ არა - 6%

დანამდვილებით არა - 5%

რესპოდენტთა 66% კი აცხადებს, რომ 2014 წელსაც მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში.

74% ამბობს, რომ ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც - ანუ გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლები საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.

ამასთანავე 63% ფიქრობს, რომ მთლიანობაში ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის ასე.

22% კი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გეზი სწორია.

15%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."