”ბიძინას სამზარეულო დაიცავით!” - რატიანსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

”ბიძინას სამზარეულო დაიცავით!” - რატიანსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს სერგო რატიანსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოს შენობის წინ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს საკრებულოს შენობასთან პოლიციის მობილიზების გამო.

საკრებულოს ძირითად შესასვლელთან მყოფ სერგო რატიანს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმართეს გადასულიყო რკინის ჯებირის მეორე მხარეს, რასაც შეკამათება მოყვა. რატიანი ითხოვდა განემარტათ, რატომ ეკრძალებოდა პარლამენტის დეპუტატს საკრებულოს შესასვლელთან ყოფნა.

პოლიციის წარმომადგენლებმა სერგო რატიანი რკინის ბარიერის მიღმა გადაიყვანეს.

"თქვენ ასრულებთ უკანონო ბრძანებას. ბიძინას სამზარეულო დაიცავით, მისი შიდა ეზო. უბედურ დღეში ხართ", - მიმართა სერგო რატიანმა პოლიციელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."