გიგა ბოკერია - რაც ახლა ხდება, ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლოა, მილიარდერს ქონებას ერთ ლარად ჩუქნიან, პოლიციელებს კანონს არღვევინებენ

გიგა ბოკერია - რაც ახლა ხდება, ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლოა, მილიარდერს ქონებას ერთ ლარად ჩუქნიან, პოლიციელებს კანონს არღვევინებენ

თბილისის საკრებულოსთან მყოფი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ შენობაში შესვლა და სხდომაზე დასწრება სურთ, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოსთან კანონის დარღვევას აქვს ადგილი.

"ის რაც ახლა აქ ხდება, არის ივანიშვილის რეჟიმის და მმართველობის სიმბოლო. მილიარდერს ჩვენს საერთო ქონებას ერთ ლარად ჩუქნიან, პოლიციელებს კანონს უხეშად არღვევინებენ, ამაზე პასუხი 21 ოქტომბერს უნდა გავცეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს თაბმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."