თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია

თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია

თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად საკრებულოს შესასვლელთან რამდენიმე მწკრივად, პერიმეტრზე, ჯებირის უკან იყვნენ განლაგებულები, თუმცა, მათ გადმოინაცვლეს საკრებულოს შენობის წინ კიბეებთან და ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების გამო დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი კოტე იოსელიანი, კიდევ ერთი წევრი კი საკრებულოს შენობაში ჰყავთ სამართალდამცავებს დაკავებული.

+LIVE

ხილეთ ვიდეო: ატირებულ თინა ბოკუჩავას გარშემომყოფები ამშვიდებენ - რა ხდებოდა დაპირისპირების შემდეგ საკრებულოსთან?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."