თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს შენობის გარეთ განვითარებული მოვლენების განხილვას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს მეხუთე და მეექვსე საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას, თუმცა აღნიშნულს მხარი მხოლოდ ბიუროს ხუთმა წევრმა დაუჭირა, დანარჩენი წინააღმდეგი იყო.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღის წესრიგიდან მეხუთე და მეექვსე საკითხების ამოღებასაც ითხოვდნენ, რომლებიც პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1 9000 კვ. მეტრი ნაკვეთის ერთ ლარად გასხვისებას და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხებს ეხება.

საკრებულოს ბიუროს სხდომის დასაწყისში ოპოზიციონერ დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ საკრებულოს შენობის გარეთ დღეს განვითარებული მოვლენების გამო თავიანთი დამოკიდებულება გამოეხატათ.

ოპოზიციონერი დეპუტატები: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიკა დათუკიშვილი, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და სხვები დაინტერესდნენ, რომელი კანონის თანახმად დაიხურა დღევანდელი სხდომა საზოგადოების წარმომადგენლებისა და პარლამენტარებისთვის. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს პარლამენტარების სხდომაზე დაშვება, ასევე განმარტება საკრებულოს თავმჯდომარისგან რატომ მოხდა დღევანდელი სხდომის დახურვა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებს განუმარტა, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარები სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არეულობას გამოიწვევდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."