თუ სწრაფად იღლებით

თუ სწრაფად იღლებით

შეიძლება თუ არა ვიტამინების დეფიციტს განვიცდიდეთ და ამას ვერ ვამჩნევდეთ? დიახ. სწრაფი დაღლა, ხშირი ვირუსული ინფექციები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რეგულარულად გაჩენილი დალურჯება, პირის კუთხეებში ნასკდომები - ამ ნიშნებს იშვიათად თუ ვინმე აქცევს ყურადღებას.

მათ მხოლოდ არასასიამოვნო წვრილმანებად მიიჩნევენ. სინამდვილეში ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობის პირველი სიგნალი სწორედ ისინია. მადის დაქვეითება და ინფექციების მიმართ სუსტი წინააღმდეგობა შეიძლება C ვიტამინის ნაკლებობის ნიშანი იყოს.

ხანგრძლივი დაღლა რკინის ნაკლებობაზე მეტყველებს, ხოლო მაგნიუმის ნაკლებობა, პირველ რიგში, მუდმივ ღელვა-წუხილსა და კუნთების ტკივილში ვლინდება. ორგანიზმის მიერ გამოხატული ნიშნების სწორი განმარტებაა საჭირო.

მაგალითად, თუ ხმამაღალ ბგერებს ვერ იტანთ, თქვენს ორგანიზმს B1 ვიტამინით გამოკვება ესაჭიროება. თუ ერთდროულად რამდენიმე მკვებავი ნივთიერების ნაკლებობას განიცდით, უმჯობესია, საკონსულტაციოდ ექიმს ეწვიოთ. ვიტამინების ოპტიმალურ კომპლექსს ის შეგირჩევთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი