ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ოზურგეთში მცხოვრები 42 წლის მამაკაცი მ.ღ. ამ ეტაპზე სოფელში მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მელექედურში, გაგა ცხოველიძე აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის ცენტრში დაჭრეს. ის ქალაქ ოზურგეთიდან სოფელში საკუთარი მანქანით იყო მისული. თუმცა ცხომელიძე აცხადებს, რომ მკვლელობის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის. იგი დანით არის მოკლული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ