პრეზიდენტმა 226 პატიმარს შორის უვადო პატიმრობაში მყოფიც შეიწყალა, რომელიც მკვლელობაზე იხდიდა სასჯელს

პრეზიდენტმა 226 პატიმარს შორის უვადო პატიმრობაში მყოფიც შეიწყალა, რომელიც მკვლელობაზე იხდიდა სასჯელს

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს.

"სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პირის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს," - განაცხადა ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარია, რომელიც, მისივე თქმით, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ