წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ

წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - 4 პირი, რომელიც დააკავეს, "გორგიას" დირექტორის გატაცებას გეგმავდნენ

პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ დაკავებული 4 ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, 4 ადამიანი ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორს გია გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში უნდა წაეყვანათ, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები.

სამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ