როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

რამდენიმე თვის წინ, ლიკა ქავჟარაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ქართული ხელოვნების ყველა თაყვანისმცემელს უზომოდ დასწყვიტა გული...

ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე, ქართველი კინოვარსკვლავი პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.

მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

"თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

სანდრო პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.

რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს.

ლევან თაქთაქიშვილს ერთი ვაჟი საშკა ჰყავს, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას და მისი სილამაზე მთელ საქართველოს აღაფრთოვანებს.

როგორც ლიკა ქავჟარაძემ, "პროფილისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შვილისა და შვილიშვილის ნახვას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სკაიპის საშუალებით ჰქონდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ:

"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი