"გორგიას" დირექტორის გატაცების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს

"გორგიას" დირექტორის გატაცების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალის წაყენება დილით მოხდება, რის შემდეგაც სასამართლო ოთხივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ