გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში

გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში

შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში, რა ვერსიასაც ის ფაქტი ამყარებს, რომ რამდენიმე წელია გორგოშაძესა და პირველ ცოლს შორის ბიზნესსაქმიანობის გამო დაპირისპირებაა.

გორგოშაძის ყოფილი ცოლი, ნინო დარსალია ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ ბიზნესი მისი საშუალებით დაიწყო, თუმცა როდესაც შემოსავალმა მოიმატა, გორგოშაძემ ის ბიზნესსაქმიანობას ჩამოაცილა და მისი ბიზნესწილებიც მიითვისა.

ნინო დარსალიას ბინის ჩხრეკის თაობაზე ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გია გორგოშაძის პირველი ცოლის სახლიდან კომპიუტერი, ტელეფონები და სხვადასხვა სახის ჩანაწერები წაიღეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ