გიორგი ვაშაძე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა

გიორგი ვაშაძე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა

"ერთობა - ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. გიორგი ვაშაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე თსუ-ის მეხუთე კორპუსში გახსნილ საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.

ვაშაძემ მოქალაქეების აქტიურობის მნიშველობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის თითოეული ხმა მნიშნელოვანია.

"მე დღეს ხმა მივეცი მომავალს, მივეცი ხმა განვითარებას, მივეცი ხმა ინოვაციურ გადაწყვეტებს და წარმატებას. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა. მოვუწოდებ ყველას, მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."