"ედისონ რისერჩი" ქუთაისში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატთა შედეგებს აქვეყნებს

"ედისონ რისერჩი" ქუთაისში "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კანდიდატთა შედეგებს აქვეყნებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დაკვეთით "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლები თბილისის გარდა ქუთაისშიც ჩაატარა. კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ჰესკიმ 15:00 საათისთვის არსებული შედეგები წარადგინა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 22:00 საათისთვის მედიას საბოლოო შედეგებს წარუდგენს.

ჯო ჰესკის ინფორმაციით, კომპანიამ თბილისში, დაახლოებით 75 ლოკაციაზე იმუშავა და 15:00 საათისთვის 7 340 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა. ქუთაისში კი დახლოებით 20 ლოკაციაზე 1722 ამომრჩეველიგამოკითხა. მისივე თქმით, ეგზიტპოლების ცდომილება დაახლოებით +/- 3%.

"ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 53% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობის" კანდიდატმა 25%; "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა 8%; "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა გოგი წულაიამ კი 6%, ხოლო ყველა დანარჩენი პარტიის კანდიდატმა ჯამში 8%. პარტიული სიების მიხედვით კი 15:00 საათისთვის "ქართულმა ოცნებამ" 54% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 22%; "ევროპულმა საქართველომ" 10%; "პატრიოტთა ალიანსმა" 4%, ხოლო ყველა დანარჩენმა პარტიამ ჯამში 10%", - განაცხადა ჯო ჰესკიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."