სად იყო ყველაზე აქტიური და პასიური ამომრჩეველი - ცესკოს მონაცემები

სად იყო ყველაზე აქტიური და პასიური ამომრჩეველი - ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 60.2% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა, 40.7% ქვემო ქართლში იყო.

ცესკო-ს მონაცემებით, რეგიონების მასშტაბით აქტივობის მაჩვენებელი ასეთია: რაჭა-ლეჩხუმში - 60.2% (ქალი 32.96%, კაცი 67.04%); გურია - 58.5% (ქალი 48.59%, კაცი 51.41%); სამცხე-ჯავახეთი - 55% (ქალი 42.8%, კაცი 57.2); კახეთი - 48.1% (ქალი 48.71%, კაცი 51.29); მცხეთა-მთიანეთი - 48.1% (ქალი 46.55%, კაცი 53.45%); სამეგრელო-ზემო სვანეთი - 47.3% (ქალი 37.84%, კაცი 62.16%); იმერეთი - 46.5% (ქალი 37.18, კაცი 62.82%); აჭარა - 45% (ქალი 24.35%, კაცი 75.65); შიდა ქართლი - 41.2% (ქალი 46.84%, კაცი 53.16%); ქვემო ქართლი - 40.7% (ქალი 32.32%, კაცი 67.68%).

რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 43.4% (ქალი 43.4%, კაცი 56.6%) შეადგინა.

ქალაქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა 69.37% ასპინძაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 35.36% ქუთაისში იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."