"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: კალაძე - 54%; უდუმაშვილი - 16%; ელისაშვილი - 15%

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: კალაძე - 54%; უდუმაშვილი - 16%; ელისაშვილი - 15%

ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 16%-ით დაიკავა.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 15%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ეგზიტპოლის თანახმად, "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მხარი - 7%-მა დაუჭირა, "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - 3% მიიღო, "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კუკავას - 2%, "ერთობა ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ - 2%, ხოლო "ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა - 1%.

რაც შეეხება პარტიებს, ეგზიტპოლების თანახმად დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად "ქართულმა ოცნებამ" "ედისონ რისერჩის" მიერ გამოკითხული ადამიანების 58%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა "ნაციონალური მოძრაობა" 17%-იანი მხარდაჭერით, "ევროპულ საქართველოს" მხარი 9%-მა დაუჭირა, "პატრიოტთა ალიანსს" 5%-მა, "დემოკრატიულ მოძრაობას" 3%-მა, "ლეიბორისტულ პარტიას" 3%-მა, მოძრაობა "ერთობა-ახალი საქართველოსთვის" 3%-მა, ხოლო "რესპუბლიკურ პარტიას" 2-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

"ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლები თბილისის გარდა ქუთაისშიც ჩაატარა. საბოლოო შედეგების თანახმად, ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 52% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 26%; მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით, "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ 7%-იანი მხარდაჭერა მიიღო, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს გრიგოლ ბახტაძეს კი 3%-მა დაუჭირა მხარი.

ეგზიტპოლების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში პარტიებიდან ხმების ყველაზე დიდი ნაწილი, 58% "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, შემდეგ მოდის "ნაციონალური მოძრაობა" - 22%, მესამე ადგილი დაიკავა "ევროპულმა საქართველომ" 10%-ით; გამოკითხულთა 3%-მა კი მხარი "დემოკრატიულ მოძრაობას" დაუჭირა.

ამერიკულმა საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."