"გორბის" ეგზიტპოლის შედეგები: "ქართული ოცნება" - 54%, "ნაციონალური მოძრაობა" - 16%

"გორბის" ეგზიტპოლის შედეგები: "ქართული ოცნება" - 54%, "ნაციონალური მოძრაობა" - 16%

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა ხმების 54% აიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 16%.

"ბაქრაძე უგულავა - ევროპული საქართველო"- 6%, "პატრიოტთა ალიანსი" 5%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%, ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველო" - 3%, "რესპუბლიკური პარტია" - 2%. დანარჩენი სხვა პარტიები - 8%.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს "გორბიმ" ჩაატარა. გამოიკითხა 6 ათასი ამომრჩეველი 100 საარჩევნო უბანზე თბილისში. ცდომილება +/-2%-ია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."