"ქართული ოცნების" კანდიდატი - ყიზილაჯლოში დაჭრილმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გაიმარჯვა

"ქართული ოცნების" კანდიდატი - ყიზილაჯლოში დაჭრილმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გაიმარჯვა

ყიზილაჯლოში დაჭრილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯეიჰუნ ჩობდაროვმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ჯეიჰან ჩობდაროვმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თემურ აბაზოვმა აღნიშნა, რომ ჩობდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა - სტაბილური.

თემურ აბაზოვმა წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით საკუთარ შედეგებზეც ისაუბრა. "წინასწარი მონაცემებით, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი. შესაბამისად, მე გავხდი მარნეულის მერი. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ჯეიჰუნ ჩობდაროვს, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და რამდენიმე დღის წინ დაჭრეს ყიზილაჯლოში, მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა", - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული ყველა დაპირება ეტაპობრივად და ხარისხიანად შესრულდება.

ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ოფისთან სიმშვიდეა. ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ პარტიის მხარდამჭერები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."