ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით

ვინ იქნებიან კალაძის გუნდის წევრები მერიაში - ახალი სახეები ახალი მერის გვერდით

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, კალაძე მერიაში სავარაუდოდ ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.

ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიაში კახა კალაძის გუნდის სავარაუდო წევრების ვინაობა ცნობილია

კახა კალაძე ირაკლი ხმალაძესთან და მაია ბითაძესთან ერთად

მაია ბითაძე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მანაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება.

რაც შეეხებათ ლაშა კვანტალიანს და თემურ ბოლოთაშვილს, ისინიც კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა. თუმცა, ის ჯერ არ ადასტურებს მერიაში შესაძლო გადასვლის საკითხს.

ლაშა კვანტალიანი

თემურ ბოლოთაშვილი კი, რომელიც მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტია, კალაძის ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."