5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა

5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა

საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე ცოტა ხმა პროპორციული სიით "ახალმა მემარჯვენეებმა" მიიღეს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა.

ბოლოდან მეორე ადგილზეა "ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა", საქართველოში მათ 168 მხარდამჭერი ჰყავთ.

შედარებით მეტი ხმა მოაგროვეს "ტრადიციონალისტებმა" - ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მათ ხმა 226-მა ადამიანმა მისცა.

რამდენიმე ხმით უსწრებენ "ტრადიციონალისტებს" "ახალი ქრისტიან დემოკრატები", მათ სასარგებლოდ არჩევანი 267-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

ბოლო ადგილზე გასული პარტიების ხუთეულში ყველაზე მეტმა - 334-მა ამომრჩეველმა მხარი მამულიშვილთა ორდენ "სამშობლოს" დაუჭირა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ხმა მმართველმა ძალამ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო (55.73%), მეორე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" 17.07%-ით, მესამეზე კი - "ბაქრაძე უგულავა ევროპული საქართველო" - ხმების 10.4%-ით.

საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."