ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?

ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ განცხადებები მმართველ გუნდში ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ ტყემალაძე აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის 9 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 56 640 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 21 875 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო პოლიტიკური გაერთიანება - მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრობისას.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, გიორგი ტყემალაძე ფლობს 170 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 70 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."