მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაციის გამო, უკრაინის პროკურატურაში განცხადება შეიტანა

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაციის გამო, უკრაინის პროკურატურაში განცხადება შეიტანა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან კონტაქტი არ ჰქონია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურის შენობასთან განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არც მის მხრიდან და არც პეტრო პოროშენკოს მხრიდან კონტაქტზე გასვლის მცდელობებს ადგილი არ ჰქონიათ.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა და დეპუტატმა იური დერევიანენკომ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს საქართველოს სამი მოქალაქის არაკანონიერ დაკავებასა და მათ შემდგომ დეპორტაციასთან დაკავშირებით.

საუბარია სააკაშვილის მძღოლზე მიხეილ აბზიანიძეზე, უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორზე დავით მაყიშვილზე და სააკაშვილის დაცვის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი რუბაშვილზე.

"ისინი ქუჩაში დაიჭირეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თვითმფრინაში ჩასვეს. ისინი კავშირზე გამოვიდნენ და ახლა თბილისში იმყოფებიან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს დაკავება ეროვნულმა გვარდიამ განახორციელა.

"ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. დეპორტაცია სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს", - დასძინა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ