"ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ" - რას უკავშირდება ალეკო ელისაშვილის სამომავლო გეგმები

"ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ" - რას უკავშირდება ალეკო ელისაშვილის სამომავლო გეგმები

მე ქალაქიდან და ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, თუმცა ჩემი უახლოესი გეგმები "ტფილისის ჰამქარს" უკავშირდება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ამჟამად ჩატარებული არჩევნების გაანალიზების ეტაპზეა, თუმცა აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ მომავალზეც ფიქრობს.

"ამჟამად გააზრების ეტაპზე ვარ. რა მოხდა და როგორ მოხდა იმის გაანალიზებას ვაკეთებ. პირველ რიგში საკუთარ თავთან მაქვს კითხვები, თუ რატომ ვერ მოხდა უფრო მეტი ადამიანის დარწმუნება, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ. თითოეულ უბანზე რომ 15 ამომრჩევლით მეტი მოსულიყო ჩემს მხარდასაჭერად, მეორე ტური გარანტირებული იქნებოდა.

ამასთან, შინაურული შეხვედრა მქონდა ჩემს დამკვირვებლებთან. მათგან მოვისმინე, რომ ყველგან ერთნაირი სცენარი იყო - იმდენად დარღვევები არ იყო, რამდენადაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები მირეკეს უშიშროების სამსახურის მეშვეობით.

ჩვენ ამას ვხედავდით ყველგან 743-ვე უბანზე. ეს სისტემა შესაცვლელია იმიტომ, რომ ასე არჩევნები აზრს კარგავს.

მე ქალაქიდან და ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. რაღაც იდეები მაქვს, რომელიც "ტფილისის ჰამქარს" უკავშირდება, თუმცა პოლიტიკურ მომავალზეც ვფიქრობ" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."