საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას

07:59 / 25-04-2018

ბავ­შვის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა, არ­ჩე­ვა­ნის შე­ზღუდ­ვა, მისი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა, პრო­ტეს­ტის მი­უ­ღებ­ლო­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა, რაც ხში­რად მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით სრულ­დე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა დას­ჯა­დია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა კა­ნო­ნის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა.

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­სა და კონ­ტრო­ლის ფორ­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნელს ანა არ­გა­ნაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- რა შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი ბავ­შვის აღ­ზრდის დროს?

მთა­ვა­რი შეც­დო­მა ისაა, რომ აღ­ზრდის დროს ბავ­შვებს არ ეპყრო­ბი­ან, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე სუ­ბი­ექტს. არ აღი­ა­რე­ბენ ბავ­შვის ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბას, რაც მას გა­აჩ­ნია. უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვურ­ჩევთ ან ვე­ტყვით, გა­ა­კე­თოს. ბავ­შვზე ყვე­ლა აპ­რი­ო­რი ფიქ­რობს, რომ მას სა­კუ­თა­რი აზრი არ გა­აჩ­ნია და რა­საც ეტყვი­ან, ის უნდა გა­ა­კე­თოს. ფიქ­რო­ბენ, რომ უფ­როს­მა უნდა მი­ი­ღოს მის ნაც­ვლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამას უფ­რო­სე­ბი ამარ­თლე­ბენ ხოლ­მე იმით, რომ ბავ­შვმა არ იცის, რა არის მის­თვის უკე­თე­სი. სწო­რედ ეს პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა ხოლ­მე სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლა­დო­ბით.

ბავ­შვს ვერ ეცო­დი­ნე­ბა რა არის მის­თვის უკე­თე­სი, თუ მას არ მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ საფრ­თხე­ე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც არ­სე­ბობს. თუ ბავ­შვი რა­ი­მე წესს არ­ღვევს, ესეც ჩვე­ნი უფ­რო­სე­ბის გა­მოა, ვი­ნა­ი­დან მას არ ვას­წავ­ლეთ წე­სე­ბის აღი­ა­რე­ბა და დაც­ვა. ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ხში­რად მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ბავ­შვის სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად და­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და ამ­ბო­ბენ, რომ მე მა­შინ აღარ ჩა­ვე­რე­ვი და ნახე, რა და­ე­მარ­თე­ბა. ესეც არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე რა თქმა უნდა უფ­როსს ეკის­რე­ბა. თუმ­ცა, ეს კე­თილ­დღე­ო­ბა უნდა შე­ვუქ­მნათ ისე, რომ ბავ­შვს ღირ­სე­ბა არ შე­ვუ­ლა­ხოთ და უფ­ლე­ბე­ბი არ და­ვურ­ღვი­ოთ, სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბე­ბი.

- დას­ჯის რო­მე­ლი ფორ­მა ით­ვლე­ბა ძა­ლა­დო­ბად?

- ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან დას­ჯა მთლი­ა­ნად უნდა ამო­ვი­ღოთ. თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­ურ მშობ­ლო­ბა­ზე. დას­ჯა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში არის ნე­გა­ტი­უ­რი. ხში­რად მცი­რე ზო­მის ძა­ლა­დო­ბას, მა­გა­ლი­თად, წა­მორ­ტყმას, კუ­თხე­ში და­ყე­ნე­ბას, და­ცინ­ვას, ზედ­მეტ­სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვას, ძა­ლა­დო­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის ღირ­სე­ბას შე­ლა­ხავს მი­უ­ღე­ბე­ლია. არ არ­სე­ბობს მი­სა­ღე­ბი ძა­ლა­დო­ბა.

სა­ნაც­ვლოდ არ­სე­ბობს სხვა უამ­რა­ვი პო­ზი­ტი­უ­რი გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია გან­ვამ­ტკი­ცოთ ბავ­შვის პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვა ისე, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა ჩაქ­რეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის სა­წყი­სებ­საც და­ვაკ­ვირ­დეთ. მა­გა­ლი­თად, ხში­რად კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მის აკ­რძალ­ვით ხდე­ბა დას­ჯა. მო­დით, და­ვუბ­რუნ­დეთ მთა­ვარ მი­ზე­ზებს, რა­ტომ სხე­დან ბავ­შვე­ბი დიდი ხნით კომ­პი­უ­ტერ­თან. კომ­პი­უ­ტე­რი მას მის­ცეს იმ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შე­სავ­სე­ბად, რა დრო­საც მშობ­ლე­ბი ვერ ვიც­ლით ბავ­შვე­ბის­თვის. ანუ პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, რომ ბავ­შვი თა­ვი­სუ­ფალ დროს კომ­პი­უ­ტე­რით ავ­სებს, არა­მედ იმა­შია, რომ ჩვენ ვერ გა­მოვ­ყა­ვით ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო დრო, რომ მას ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბის სურ­ვი­ლი აღარ ჰქონ­დეს. გა­მო­დის, რომ ჩვე­ნი შეც­დო­მის გამო ის­ჯე­ბა ბავ­შვი.

ხში­რად მშობ­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით ბავ­შვის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­შია საქ­მე, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ათავ­სე­ბენ ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს. ბავ­შვე­ბის წვდო­მაც უკონ­ტრო­ლოა ინ­ტერ­ნეტ­ზე, რაც ხში­რად ძა­ლა­დო­ბით მთავ­რდე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე მა­სა­ლა, სა­დაც ერთი ბავ­შვი მე­ო­რე­ზე ძა­ლა­დობს. იგი­ვე ხდე­ბა მშობ­ლე­ბის შემ­თვე­ვა­შიც და მათ არ იცი­ან, რომ ეს ძა­ლა­დო­ბაა. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც მცი­რე­წლო­ვანს სი­გა­რეტს აწე­ვი­ნებ­დნენ. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვაა.

- რას ნიშ­ნავს პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა, რა­ზეც, თქვე­ნი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი?

- პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა ნიშ­ნავს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას, ერ­თად გა­და­წყვე­ტას. ეს არის ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის 2006 წლის რე­ზო­ლუ­ცი­ით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მშობ­ლებს შე­უქ­მნან ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა, კერ­ძოდ იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, შე­ეძ­ლოთ ბავ­შვებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა ამა­ვე დროს, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შექ­მნას ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სე­ბი, სა­დაც ხალ­ხს ას­წავ­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­თო­დებს.

მშობ­ლო­ბა მხო­ლოდ კვე­ბი­თი და სა­მო­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ არის. მშობ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ბავ­შვის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე უნდა იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ხოლო მშო­ბელს უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს სა­ხელ­მწი­ფო ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის თა­ვის გარ­თმე­ვა­ში.

- ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ხში­რი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს იმ კუ­თხით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტ-ნაკ­ლე­ბად აღი­ა­რა, რომ ბავ­შვთა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. თუმ­ცა კვლავ არ­სე­ბობს შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ მცი­რე ზო­მის ძა­ლა­დო­ბა მი­ღე­ბუ­ლია. აქამ­დე თუ ამ­ბობ­დნენ, რომ ”ჩემი შვი­ლია და რა­საც მინ­და, იმას ვუ­ზამ”, ახლა მხო­ლოდ იმ ტი­პის ძა­ლა­დო­ბას მი­იჩ­ნე­ვენ მი­სა­ღე­ბად, რაც აშ­კა­რა ფი­ზი­კურ ზი­ანს არ იწ­ვევს. თუმ­ცა ესეც არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, ჩვენ რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცით, რო­გო­რია თუნ­დაც ე.წ. მცი­რე ძა­ლა­დო­ბის გავ­ლე­ნა ბავ­შვის ღირ­სე­ბა­სა და მის პი­როვ­ნე­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ვა­წო­დოთ შემ­დე­გი გზავ­ნი­ლი, არ არ­სე­ბობს მი­სა­ღე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბის თუ ფორ­მის ძა­ლა­დო­ბა.

ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის დროს სა­ხელ­მწი­ფო რე­ა­გი­რე­ბაც არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა არ უნდა მო­ახ­დი­ნონ ძა­ლა­დო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ბავ­შვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­გა­ლი­თად, ზრდას­რუ­ლის­თვის რომ წა­მო­ერ­ტყათ ან კუ­თხე­ში და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მო­ით­მენ­და? რა თქმა უნდა, არა, პატ­რულს გა­მო­ი­ძა­ხებ­და. მა­შინ ბავ­შვის დროს რა­ტომ არ ვი­ძა­ხებთ? ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში უფრო მცი­რე ქმე­დე­ბა­ზე უნდა გვქონ­დეს რე­აქ­ცია.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა ბავ­შვთა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში. არ გვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­კითხს სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­იკ­ვლე­ვენ. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა იმ მხრი­ვაც, რომ ბავ­შვი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ გა­დის. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა ზრუნ­ვის სის­ტე­მას თბი­ლის­ში ერთი ფსი­ქო­ლო­გი ჰყავს.

გვაქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზიც. თუ ბავ­შვის კა­ნო­ნი­ერ­მა წრა­მო­მად­გე­ნელ­მა არ გა­ნა­ცხა­და თან­ხმო­ბა, მას სა­ად­ვო­კა­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას ვერ ვუ­წევთ. ცოტა ხნის წინ სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცია შე­ვი­და ძა­ლა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი სტან­დარ­ტი და­ამ­კვიდ­რა. აქამ­დე თუ ძა­ლა­დო­ბა უშუ­ა­ლოდ ბავ­შვზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ის მსხვერ­პლად არ ით­ვლე­ბო­და. უკვე გვქონ­და პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, როცა ძა­ლა­დო­ბის მოწ­მე ბავ­შვი მსხვერ­პლად ცნეს. მას უშუ­ა­ლოდ არ შე­ხე­ბია ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ ეს­წრე­ბო­და მო­ძა­ლა­დე რო­გორ ძა­ლა­დობ­და დე­და­ზე. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბაა.

- სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­სტი­ტუ­ტი რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს?

- ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში და რე­ა­გი­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, თუმ­ცა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­სტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 2005 წლის მერე მათი რა­ო­დე­ნო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ გაზ­რდი­ლა. მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბიც შე­ზღუ­დუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირ­და­პირ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ ბავ­შვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ებ­რძვის, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ას არ ავი­თა­რებს, ვინც რე­ა­ლუ­რად უნდა აღას­რუ­ლოს კა­ნო­ნი.

გაზიარება
ტეგები:
#შვილი
#მშობელი
#უფლებები
#ანა არგანაშვილი
მკითხველის კომენტარები /34/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BBC
3
3
არსებობს ე.წ. პრეკონვენციური მორალი_"თუ არ დამსჯიან, კიდევ დავაშავებ". ასეთი მორალი აქვს ბავშვების უმეტესობას და ის იცვლება სწორი აღზრდის პირობებში. ამიტომ დასჯა ზოგჯერ აუცილებელია-ეს კარგად იციან პედაგოგიკის სპეციალისტებმა, მაგრამ ამის გაგებაში არ არის სტატიის ავტორი და ზოგადად არასამთავროები-დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილთა კასტა.
17:09 / 28-04-2018
გამოხმაურება //
status quo
9
27
ამოიღეთ ჰო დასჯა და ხელში შეგრჩებათ გაზულუქებული საქონელი..
16:14 / 28-04-2018
გამოხმაურება //
ციცი
7
0
ანა არგანაშვილი, როგორც ყველა ენჯეოშნიკი, მაგარია თეორიაში. პრაქტიკაში კი ყველა მშობელი განსხვავდება განათლებით, შეგნებით, სოციალური მდგომარეობით. ოჯახს, რომელიც ვაგონს, ან ბარაკს აფარებს თავს და 5-ზე მეტი მშიერი შვილი ყავს, როგორ მოსთხოვ არგანაშვილისეული აღმზრდელობითი ნიუანსების დაცვას. თუ ასეთი გულშემატკივრები არიან, თითო ენჯეოშნიკმა თითო ღატაკ ოჯახს მიხედოს და თვეში თუნდაც 100 ლარით დაეხმაროს ყველაფერს დანატრებულ ბავშვებს.
15:28 / 28-04-2018
გამოხმაურება //
Maxo
0
1
Mase sheni shvilebi Gavardo
15:08 / 28-04-2018
გამოხმაურება //
ეკა
4
2
ასე მოიქცა მიშიკო სტუდენტებთან მიმართებაში და ამიტომ მივიღეთ გამოშტერებულ-გამოთაყვანებული ახალგაზრდობა,რომელთაც ანბანი არ იციან!
14:57 / 28-04-2018
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
17
0
ანუ, ბავშვებიც ისე უნდა გავზარდოთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები გვირჩევენ?!... კეთილი, გვიჩვენეთ მაგათი დაზრდილი შვილები და დავფიქრდებით...
14:14 / 28-04-2018
გამოხმაურება //
წმინდა გაგა
8
0
გაგიჟდება კაცი გრანტიყლაპიას ეკითხებიან ბავშვი როგორ უნდა აღიზარდოსო, უპრიანი იქნება ის კითხოთ როგორ აქციოთ ბუზი სპილოდ, თან მტაცებელ სპილოდ და მის გასანეიტრალებლად ბლომად ,,მწვანეები" როგორ მოინაგროთ.
13:52 / 28-04-2018
გამოხმაურება //
X
3
3
ქართულ ტრადიციებში თავში მოდება შედის ანუ ხო?
12:15 / 28-04-2018
გამოხმაურება //
aba tqvi aaaaaaaaaaaaaaaaaaa
33
0
,,ბავშვთან ურთიერთობიდან დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ'' დასჯაში არ ვგულისხმობ ცემას, მაგრამ ბავშვს თუ არ ეცოდინება რომ როცა კარგა იქცება შეაქებენ და როცა ციდად დასჯიან ისე არაფერი არ გამოვა.

მოდი მარტივი მაგალითს მოვიყვან, როცა ბავშვები თამაშობენ არის რაღაც წესები და მას უნდა დაემორჩილონ. ვთქვათ რომელიმეს არ უნდა ამ წესით თამაში რას ვშვებით ჯერ ვუხსნით რომ ასე არ შეიძლება და რამდენჯერმეც მაგრამ თუ მაინც ჯიოტობს მაშინ მას ვუშვებთ ხომ თამაშიდან ე.ი. ისჯება. ბავშვს საკუთარი აზრი გააჩია მაგრამ ბევრი მისი შეხედულება მცადრია და ამიტომაცაა უფროსი.

ერთადერთ შემთხვევაშია ბავშვს დასჯა გამართლებული (არ ვგულისხმობ ცემას) როცა იგი იჩენს სიჯიურეს ამას ამბობდა პედაგოგიკის მამა მაკარენკო. მარა ხლა იტყვით ვინაა მაკარანკოო :) არ გამიკვირდება.

კიდე ვიზახი დასჯაში არ ვგულისხმობ ცემას და გაროზგვას.

,,ბავშვთან ურთიერთობიდან დასჯა ამის მთლიანად უნდა ამოვიღოთ'' ამ მიდგომის გამოა დღეს რაც ხდება ახალგაზრდებს თავიანთი ცუდუ საქციელის გამო შენიშვნასაც ვერ იტანენ, არა და მახსოვს მეც ვიყავი ახალგაზრდა და რამდენი რამე მეშლებოდა რომ არა შენიშვნა უფროსებისა და დასჯაც (ცემით ნამსვილად არავის ვიცემივარ) შეიზლება ბევრი რამე ცუდად დამთავრებულიყო.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გენეტიკას ვერ გაექცევი.
11
0
დაანებეთ თავი ფილოსოფოსობას.

ბავშვი ხდება ისეთი, როგორიც ის იყო 2 წლის ასაკში.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
asea
26
1
დიდ პატივს ვცემ ყველას და ვთვლი რომ ყველა მისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი არ არი კომპეტენტური ამ საკითხზე სასაუბროს თუ რათქმაუნდა ის არ არის პედაგოგიკის სპეციალისტი.

აბსოლიტურად მესმის მისი, მაგრამ იმ მიდგომით რასაც ის აყალიბებს ჩვენ მივიღებთ არაკანონმორჩილ, საკუთარ თავზე უსაზღვრო შესაძლებლობების შეხედულების მოქნე თაობას, რომლებიც არავის და არაფერს არ აღიარებენ და არც არავის შენიშვნას და ჯანსაღ კრიტიკას არ მიიღებენ.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
zviadi
16
14
იზრდება უზრდელი თაობა, თუ არ მიუთითე და თუ არ გაიგონებს, თავშიც მოდო, ისე ადამიანებად ვერ გაიზრდებიან, უფროსის პატივისცემა არ ექნებათ და საერთოდ ვინც ამ სტატიას წერს და და ამ კომენტარს გამოეხმაურებიან, ასეთი თავნება და თავხედი შვილი რომ ყავდეს, რამდენად მოეწონება, უბრალოდ ამ სტატიით კიდევ ერთხელ ესროლეს ტალახი ქართულ ტრადიციებს
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გიორგი
8
1
რა არის ქართული ტრადიცია, ბავშვისთვის თავში მოდება? ყველა ისეთ პატივისცემას იღებს, როგორსაც იმსახურებს. უფროსი და უმცროსი რა შუაშია?
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
qeTi
14
14
"თავშიც მოდო " -----ამით უფროსის პატივისცემას ჩაუნერგავთ თუ შიშს და შემდგომში უკვე ზიზღს? დამიჯერეთ მძულს მამაჩემი როცა მისგან ეგეთი ძალადობები მახსენდება,,,,, გავიზარდე , ვეღარ შემაშინებს და არაფერს ვგრძნობ მის მიმართ .
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
lia
1
1
ასაკის მიხედვით მაინც დაყავით,თორემ ჩემი ბიჭი თან არც არაფერს აშავებდა 7-8 წლამდე და რაზე უნდა ამეწია ხმისთვისაც კი?
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მე მგონი
16
0
ბავშვი ტელევიზიით და გარეთ, იმდენჯერ ურთიერთ უპატივცემულობას და აზრების ყვირილით გადაფარვას უყურებს შეემთხვევით, რომ ალბათ ჰგონია, თუ არ იბრძოლა და იჩხუბა ან იყვირა, დაიჩაგრება. ამიტომ წყნარ და გაწონასწორებულ განათლებულ ქვეყანას ვისურვებდი.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ggeorgee
22
6
საქართველოში საერთოდ გონზე არაა 95% ბავშვის გაზრდის.
შედეგი სახეზეა, ხალხის უმრავლესობა დებილია.გონებაჩამორჩენილი.
სამწუხაო რეალობაა
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
მირაბელა
25
1
,, შვილი გაზარდე მტრულადა , მოყვარედ გამოგადგებაო,, . ქართული სიბრძნეა.

მტრობაში არ უნდა ვიგულისხმოთ ბავშვის ჩაგვრა ან დამცირება. ყველა მშობელს შვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ სიყვარული, მეგობრობა, უფროსის პატივისცემა ისე მოვექცეთ როგორც დიდ ადამიანს. მან უნდა იგრძნოს რომ მის აზრს პატივს სცემენ. ბავშვს კი არ უნდა ეშინოდეს მშობლის უნდა პატივს სცემდეს. მოექცევი ბავშვს პატივისცემით , ისაც ისევე მოგექცევა. როცა იზრდება შიშით გაზრდილი ბავშვი , მას უკვე სიყვარულიც აღარ შეუძლია. რაც ყველაზე მთავარი ბავშვს არასოდეს არ უნდა დაადგეს მშობელი გესტაპოსავით , ამით უფრო აფრთხობს ბავშვს და თუ ერთხელ გაწყდა მათ შორის კავშირი მისი აღდგენა ძალიან ძნელია.

11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
H
11
1
ზოგი ბავშვი არის ძნელად აღსაზრდელი, და შესაბამისად მათი აღზრდა სიფრთხილესთან არის დაკავშირებული რომ ფსიქიკა არ დაუზიანდეს. აქ უკვე ცოდნაა საჭირო და მშობლების ნებისყოფა
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
zviadis-s
11
0
"იზრდება უზრდელი თაობა''- რას ნიშნავს? იზრდება-თავისით იზრდება? სპონტანურად? უჩვენოდ? ეს ცუდუა. ჩვენ ვზრდით ასეთებს?-ესეც ცუდია. ამსტატიაშიც სწორედ ეს წერია, სხვა კი არაფერი. "თაიბა"- ჩვენი გაზრდილი შვილებია, ცალ-ცალკე და ერთად! ყველა ვარიანტში ჩვენი დაშვებული შეცდომები იჩენს თავს. თავისით არაფერი ხდება.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
mira
25
1
ვაი, თქვენს პატრონს, ანუ გამოდის ბავშვმა ის უნდა აკეთოს რაც მოესურვება და მშობელს არა აქვს უფლება დაუშალოს? აბა რისთვის ვზრდით ბავშვებს იმიტომ რომ, მარტო ვაჭამოთ? სხვა არაფერში ვართ საჭირო?ბავშვს არასდროს არ უნდა სწავლა, შრომა ყოველთვის ურჩევნია თამაში, ითამაშონ მაშინ სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ, რომ ამით არაფერი გამოვა. ამსობაში გახდებიან 25 წლის
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
Q
27
0
როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ შვილისთვის ვერ მოიცალო, რადგან უბრალოდ შიმშილით რომ არ მოგიკვდეს დღედაღამე გიწევს მუშაობა, მინიმუმ ამორალურია იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა ჩვენი შეცდომაა, რომ ბავშვისთვის ვერ ვიცლით და იმიტომ უზის კომპიუტერს დიდხანს. სიამოვნებით დაუთმობდი მთელ ჩემს დროს შვილებს, მაგრამ შიმშილით დავიხოცებით და რა ვქნა?!
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ლელა
15
0
ბავშვი უნდა აღზარდო ისე, ოჯახს და სამშობლოს გამოადგეს და თავიც გაიტანოს. დღევანდელ სამყაროში მკაცრად და გარკვეულწილად ე.წ "ძალადობით" აღზრდა აუცილებელია, თორემ სხვები "შეგჭამენ". ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2006 წლის რეზოლუციით ხელმძღვანელობა არა მგონია გამოგვადგეს. მით უმეტეს, უახლოეს მომავალში ევროპაში ევროპელები სწორედ მაგ "თანამედროვე აღზრდის" გამო უმცირესობაში იქნებაინ და დოკუმენტსაც გადაწერენ.
11:25 / 27-12-2017
გამოხმაურება //
kk
11
1
დღეს ძალიან თამამი და უზრდელი თაობა მოდის შეგიძლიათ ბაღებში (განსაკუთრებით კერძოში) სკოლებში მიბრძანდეთ და დარწმინდებით,ძალიან ბერვჯერ შევსწრებივარ ფაქტს როგორ ენაგლებიან უფროსებს სამარშუტო ტაქსებში ან ქუჩაში,იმ დღეს 6 წლის გოგო იქნებოდა ზებრა გადასასვლელზე როგორ ეჯიკავებოდა მოხუც ბებიას რომ ეუბნოდა გაჩერდიო უარესად ექცეოდა ასეთს უნდა მოადო ერთი ორი და აღარ იზავს და მისი მშობელიც ზედ მიაყოლო,უბრლოად მოდებამდე არ უნდა მიიყვანო საქმე თორემ რომ გაიზრდება და იმ ბებოს და მშობელსაც მოადებს,მერე ეს ვითომ ჭკუისდამრიგებლობა რასაც ზემოთ ხსენებული ქალი ამბობს ვეღარ უშველის საქმეს,ძალიან ტავისუფლად ზრდიათ და გონიათ ეს კარგია მერე ცუდად უბრუნდებათ და ებადებათ კიტხვა რატომ ,სად დავუშვით შეცდომაო.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
. . . . .
8
1
ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" არაა ის ადამიანი კომპეტენტირად რომ ამ საკითხზე ისაუბროს. ამ საკითხზე მინიმუმ პედაგოგიკის სპეციალისტი უნდა იყოს.

ბავშვთან მეგობრობა არ ნიშნავს იმას რომ მას შენიშვნა არ უნდა მისცე ან ყური არ უნდა აუწიო (ხერხემალში გადამტრვევას არ ვგულისხმობ ყურის აწევა მხოლოდ). ამით ჩვენ ძალიან ცუდ შეხედულებას ვუქმინით მოზარდს მეგობრობაზე. ის ხვდება, რომ მეგობარი საა ვინც მას არ მიუთითებს ცუდ საქციელზე და და არ ეტყვის იმას, რომ ის არასწორად იქცევა. ასეთი ახალგაზრდებია მერე სხვისგამ ელემენტარულ კრიტიკას და შენიშვნას შეურაწყოფად, რომ იღებენ და ყველგან შური და ბორმა ელანდებათ თუ ვუნმემ რამე უთხრა.

მე კი გატყვით ზღაპარია ის, რომ ბავშვი დაუსჯელად და ხმის აუწვად გაიზრდება, და ნუ ამბობთ იმას რომ შენიშვნა შეურაწყოფაა პირიქით შენისვნა იმიტომაა რომ დაფიქრდე იქნებ მართლა იყო ამის საფუძველი, ვინც შენიშვნას არ აძლევს ახლობელს ზუსტად ის ღუპავს და ახალისებს მის ცუდ საქციელს, არანაირად არ არის შენიშვნა შეურაწუოფა. თუმცა მეორეა, მას თუ ექნა იმის განცდა, რომ ცუდი უღირსი საქციელის გამო დაისჯება ეს ზალიან ცუდად აისახება მის მომავალზე. მაგალითად მოგიყვანთ ბოლო შემთხვევას, მკვლელებს რომ ცოდნოდათ, მამამისი სასტიკი იქნებოდა ის თუ დანას იხმარდა ვინმეს წინააღმდეგ ის ამ ნაბიჯს არ გადადგავდა, მინიმუმ ის რომ სცოდნოდა, რომ ის 100 პროცენტით ციხეში ჩაჯდებიდა ამის გამო დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებდა.

ასე რომ თუ რამე გინდათ დაწეროთ სასარგებლო კომპეტენტურ ხალს მიმართეთ.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ლალუკა
8
1
ბავშვი რაც არის სახლში, ის არის გარეთაც. ვერავინ გაგიზრდის შვილს, უნდა გაზარდოს მშობელმა. რასაც გაზრდი, ისეთი იქნება, ვერავინ დამარწმუნებს რომ სხვა ფაქტორმა იმოქმედოს ბავშვის გონებაზე. ბების, ბაბუის, მამიდის, დეიდის, მეზობლის და შინაურის სიყვარული რომ აქვს ბავშვს ის ცუდს არასდროს ჩაიდენს.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
daxundara
6
8
რა შუაშია შეცდომებს უშვებენ?????... თვითონ დღევანდელი ქართველია ბუნების და ღმერთის შეცდომა!!!... აქედან დაიწყეთ!...
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
davazusteb
4
0
თუმცა მეორეა, მას თუ ექნა იმის განცდა, რომ ცუდი უღირსი საქციელის გამო არ დაისჯება ეს ზალიან ცუდად აისახება მის მომავალზე.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ლელა
8
0
გეთანხმებით თავიდან ბოლომდე..სიყვარულსა და მშვიდ გარემოში გაზრდილი ბავშვი ცუდს არც არასდროს ჩაიდენს...გავცეთ სიყვარული მეგობრებო,ჩვენს შვილებში ჩავდოთ კოდად და აუცილებლად გამოიღებს შედეგს..და ზოგადად,მე -შენთვის,შენ სხვისთვის,სხვა-სხვისთვის და სიკეთის ჯაჭვიც შეიკვრება..
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
davazusteb
5
0
თუმცა მეორეა, მას თუ ექნა იმის განცდა, რომ ცუდი უღირსი საქციელის გამო არ დაისჯება ეს ზალიან ცუდად აისახება მის მომავალზე.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ყველანი ჯარში.
16
2
ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ბიჭებს ჯარში არ უშვებენ და დედის კალთის ქვეშ მალავენ მამიკოების ფულით და ნაცნობობით.
არა და, სულ ერთწლიანია ჩვენი ჯარი და ისიც საქართველოშია და არა სადმე ციმბირში.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
III
6
1
არის ბავშვების კატეგორია მშობელი ერთს სეხედავს და მან მაშინვე იცის რა დააშავა ან რა უნდა გააკეტოს, არის ბავშვების კატეგორი რომელიც უმართავია.... მას განსაკუთრებული მიდგომა უნდა... მშობელი რომელიც სკოლის მოსწავლეს დაპირებებით ავსებს, აბა აიფონი ბოლო მოდელის , აბა ბოლო და ყველაზე ძვირიანი ბრენდის ტანსაცმელი აბ ყველზე კარგად შენ უნდა გეცვას, აბა სკოლის ბაკეტზე ბოლო მოდელის მერსედესსზე უნდა დასვან ტავიანთი შვილი, აიტ ბიჭი მიომესეწროოო, აი რა რყვნისსსს ბავშვს..... გაიხედები გარეთ და ყველას სმარტფონი და ყურში ნაუშნიკი გათხრილი... სადმე კაფეში შეხვალ სმარტფონი, ტრანსპორტში ჯდები სმარტფონი, კინოში ან ტეატრში სმარტფონი.... ბიჭებს ქსელური ტამაშები დანით და იარაღით ვინც დაასწრებს ტამაშში დაჩეხვას ის მაგარიააა.. აი ესაა დღევანდელი ბავშვი... მშობელი რამეს ეტყვის შენიშვნის სახით და არიქა არასამთავრობო და ევროკავშირი ეს ადამიანის უფლების დარღვააა ეს ძალადობააა... 16 წლის ბავშვს რომ მიწაში ამოდებენ დღეს და ხვალ ის იმის მშობელს ცახედეთ გულში აბააააა. კმარა რა უცხოეთის ინსტრუქციებიიიიიიიიი.... ნუ შეჭამეთ გული... ყველამ იცის როგორ მოუაროს ტავის ბავშვს და ვინც ვერ უვლის და ფეხზე კიდია შედეგით არ დარჩეს უკმაყოფილო.....საპოლიციო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს და სკოლებში და ბავშვების თავშეყრის ადგილებში მოახდინონ პატრულირება ფეხით და არა მანქანებიდან..... და მყისიერად მოხდეს ეს... სხვა არაფერი არ უშველის ამ საქმე 21 საუკენეო იძახიან , 21 საუკუნე არ ნიშნავს თავზე გადაჯ...ის საუკუნეს, გლობალურ ტექნოლოგიურ განვითარებას ვერ არვუდგებით წინ , მაგრამ ყველაფერ რეგულაცია სჭირდება.....
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
ნათია
4
0
ბავშვი თავიდანვე ახლოს უნდა იყოს დედასთან, დედამ უნდა იცოდეს როგორ მოეპყრას ბავშვს, პირველ რიგში ოჯახში მშობლების ქცევა და ერთმანეთისადმი ყურადღება ხდება ბავშვისთვის საინტერესო, ისინი ისეთივე სითბითი და სიყვარულით ექცევიან თავის ტოლებს როგორც მათი მშობლები ერთმანეთს. სკოლაში ბავშვს არ შეიძლება ვუწოდოთ დებილი, კრეტინი, გამოშტერებული, არ შეიძლება მისი დასჯა კუთხეში დაყენებით, ეს დიდი ხნისს წინ იყო მოდაში, ვინ და სადღა აყენებს ბავშვს კუთხეში, პირველყოფილობას თავი დაანებონ მასწავლებლებმა, ისე გავზარდე ორი ბავშვი არცერთს არ შევხებივარ ხელით. მე ვიცი ერთ სკოლაში 32 წელია მასწავლებლად მუშაობს ქალი, რომლის ვრცერთი მოსწავლე ვერ გაიხსენებს მას შეურაცხყოფა მიეყენებინოს ბავშვისთვის, იქნება გეკითხათ მისთვის როგორ ახერხებს ამას, ბავშვები დღემდე მეგობრობენ მასთან.
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
nani
3
0
აღრზდის ერთერთი ნაწილია, შვილი ამხილო ცუდ საქციელში და აუხსნა, რაც ჩაიდინა!!!

ან ვის უმალავ, დედავ, შენს უაღრესად საშიშ შვილს, არც ერთი საზოგადოება, ამ ქვეყანაზე, არ იმსახურებს შენი გზას აცდენილი შვილის შენახვას!!!

გამოდით დედებო გარეთ და ამხილეთ კორუმპირებული მშობლები, თითი დაადეთ ამ ხალხს საზოგადოდ და ამით აღმოვფხრათ ეს "ძველბიჭური" საკითხი.

გავუსუფთაოთ ჩვენს შვილებს ცხოვრების გზა, რომ უშიშრად შეძლონ სკოლაში სიარული!!!!
11:24 / 27-12-2017
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
18:37 / 09-02-2019
სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევა ორსულებისა და ბავშვებისთვის - შეუერთდით ინიციატივას
15:03 / 09-02-2019
რას ყვება თაკო ჩხეიძე შვილებზე, მეუღლესა და პრეზიდენტის მხარდაჭერაზე: "დიასახლისად მიგრძვნია თავი, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"
14:31 / 09-02-2019
ბაიარ შაჰინის ულამაზესი შვილები მამასავით საოცრად მღერიან - გაიცანით სამი და
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია