ალეკო ელისაშვილი მზად არის, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს

 ალეკო ელისაშვილი მზად არის, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მზად არის, ქალაქისთვის საჭირო პროექტებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ელისაშვილმა განუცხადა, ის აპირებს საკუთარი პროგრამების თბილისის მერიისთვის გადაცემას. ასევე, კახი კალაძეს სთავაზობს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი ახალი ონლაინ-პლატფორმა chemitbilisi.ge.

თუმცა, ალეკო ელისაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ არ აპირებს რაიმე თანამდებობას დათანხმდეს, თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება. ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს.

აქვე ელისაშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ფიქრობს პოლიტიკური პარტიის შექმნაზე. თუმცა სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაქალაქში მცხოვრებთა ნდობა გააორმაგოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."