დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი კარავში შევიდა

დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილი კარავში შევიდა

მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებლად კარავში გადავიდა, ფოტოს და ვიდეომასალას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, სათაურით ”ჩემი ახლანდელი საპრეზიდენტო ნომერი”.

პარტია "ახალი ძალების" ლიდერმა კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ "კარვების ქალაქში" ცხოვრება პრესკონფერენციაზე დააანონსა.

მან, ასევე, მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ, ლვოვის მერს, პარტია "სამოპომიჩის" ლიდერს ანდრეი სადოვოის და პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერს ანატოლი გრიცენკოს, მას შეუერთდნენ.