ალეკო ელისაშვილი - სირცხვილი ხელისუფლებას და ყოჩაღ მეჭიაურს

ალეკო ელისაშვილი - სირცხვილი ხელისუფლებას და ყოჩაღ მეჭიაურს

სირცხვილი ხელისუფლებას და ყოჩაღ მეჭიაურს, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თიანეთში მოხდა. "არასოდეს ვიყავი ამ კაცის მიმართ დადებითად განწყობილი, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თიანეთში მოხდა. სირცხვილი ხელისუფლებას და ყოჩაღ მეჭიაურს, რომელმაც ეს ამბავი მოახერხა და ისაა თიანეთის მერი", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."