მასაჟები ყელისთვის

მასაჟები ყელისთვის

კოსმეტიკური თვალსაზრისით, ყელი ადამიანის სხეულის ყველაზე რთულად მოსავლელი ადგილია. ყელზე კანი ძალზე მალე ბერდება. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სახეზე პირველი ნაოჭი ჩნდება, ყელს უკვე ცხადად ემჩნევა "წრიული რგოლები".

იმისათვის, რომ ყელის არეში კანი არ მოიმჩვაროს, საჭიროა მისი ყოველდღიური დაზელა გვირილის, ცაცხვის ყვავილის, პიტნის, არყის კვირტების ან სალბის ნახარშით. ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით უნდა გაიწმინდოთ ყელი, ზევიდან ქვევით მოძრაობით, ნიკაპის ქვეშ კი პირიქით - ქვემოდან ზევით.

ბალახების ნახარშის ნაცვლად, შესაძლებელია, აგრეთვე კიტრის ლოსიონის გამოყენებაც. ქორფა კიტრი გახეხეთ სახეხზე. მიღებულ ფაფისებურ მასას დაუმატეთ 20-30 გრამი არაყი და გადაწურეთ. ლოსინი მაცივარში შეინახეთ. მისი გამოყენება ყოველდღიურად შეგიძლიათ. ლოსიონით გაწმენდის შემდეგ აუცილებელია მკვებავი კრემის წასმა, რომლის მომზადების წესი ასეთია: 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ თაფლი, 2 ჩ/კ მცენარეული ზეთი, 1 ჩ/კ გვირილის ყვავილის ნაყენი, 15 მლ ქაფურის სპირტი, 15 მლ ლანოლინი ან ვაზელინი უნდა აურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხანგამოშვებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანი ყელის არეში დამჭკნარია, სასარგებლოა კონტრასტული კომპრესების დადება. ცხელი კომპრესი 1-2 წუთით უნდა გაიჩეროთ ყელზე, ცივი - 5 წუთით. ცხელი კომპრესის გაკეთება უმჯობესია პიტნის ფოთლების ნაყენით ან სალბის ნახარშით. სასარგებლოა აგრეთვე ცხიმოვანი კომპრესები. ყელზე, 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ 40-50 გრადუსამდე გაცხელებული მცენარეული ზეთით გაჟღენთილი ბამბა ან დოლბანდი. სასურველია, კომპრესს ზემოდან პოლიეთილენი დააფინოთ და მარლით შეიხვიოთ.

კვირაში ერთხელ შეიძლება ე.წ. "კლეოპატრას აბაზანის" მიღებაც: 1 ლ რძე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. მეორე ჯამში წყლის ორთქლზე გააცხელეთ 1 ჩ/ჭ თაფლი. თაფლი რძეში კარგად გახსენით და დაუმატეთ 2 ს/კ ნუშის ზეთი. მიღებული ნარევი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში. ამგვარი აბაზანის რეგულარული მიღების შემდეგ კანი საოცრად ნაზი, ელასტიკური და გლუვი ხდება.

ეკა გუნთაიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი