თამაზ მეჭიაური - უნდა შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დარწმუნებული ვარ, ერთი პარაზიტი მოაკლდება პარლამენტს

თამაზ მეჭიაური - უნდა შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია, დარწმუნებული ვარ, ერთი პარაზიტი მოაკლდება პარლამენტს

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

"მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები. დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!" - წერს მეჭიაური სოციალურ ქსელში.

ამასთან, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თუ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მისდამი წამოყენებელი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდება, მზად არის პასუხი აგოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."