ედუარდ კოკოითის ძმას საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაში სდებენ ბრალს

ედუარდ კოკოითის ძმას საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაში სდებენ ბრალს

ცხინვალის რეჟიმის ლიდერის ძმას – რობერტ კოკოითის, შესაძლოა, საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაში დასდონ ბრალი. ამის შესახებ რუსეთის "გამოძიების ფედერალური სააგენტოს" ვებ-გვერდი წერს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, აუცილებელია, ობიექტურად შემოწმდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2007 წლის თებერვლიდან ივლისამდე "ფონდსერვისბანკის" საშუალებით რობერტ კოკოითის განაღდებული თანხა – 120 მილიონი დოლარი გადაურიცხეს. თანხა კი კოკოითიმ საქართველოსთვის მიყიდული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საფასურად მიიღო.

კერძოდ, საუბარია, 200 ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღზე, ორ ერთეულ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, სამ ტანკსა და ხუთ ჯავშანტრანსპორტიორზე.

გამოძიების ფედერალური სააგენტო აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, გარიგებაში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე მონაწილეობდნენ.

"მიგვაჩნია, რომ ამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციით ობიექტური გამოძიება უნდა დაინტერესდეს", - წერს "გამოძიების ფედერალური სააგენტოს" ვებ-გვერდი.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რუსეთის შსს-ს რობერტ კოკოითის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?