"მოვინახულეთ და ძალიან დათრგუნულია..." - რას ამბობს ოთო აბესაძის მდგომარეობაზე ადვოკატი

"მოვინახულეთ და ძალიან დათრგუნულია..." - რას ამბობს ოთო აბესაძის მდგომარეობაზე ადვოკატი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ჰოსპიტალში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოთარ აბესაძის ინტერესების დამცველმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, აბესაძის ფსიქოემოციური მდგომარეობა მძიმეა, თუმცა როდის მოხდება ჰოსპიტალიზაცია, დაზუსტებული არ არის.

"მოვინახულეთ ოთო აბესაძე. ძალიან დათრგუნულია და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა, ექიმების დასკვნა და რეკომენდაციები ჯერ მზად არ არის. მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, ოთარ აბესაძეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არ შეცვლია და ის დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ