კახა კალაძე - შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული

კახა კალაძე - შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული

ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის მერობის არჩეულმა კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორუფციის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ექნება.

"ის ადამიანი, ვინც ამას იკადრებს და გააკეთებს, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანები მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."