ბოისა დაშავდა, “ზადარმა” ჩემპიონობის შანსი გაანიავა

 ბოისა დაშავდა, “ზადარმა” ჩემპიონობის შანსი გაანიავა

ხორვატიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაში, ვლადიმერ ბოისას “ზადარმა” “ციბონასთან” სასტარტო მატჩების მოგების შემდეგ, ზედიზედ

მე-2 შეხვედრა დათმო და საქმე გადამწყვეტ მე-5 შერკინებამდე მიიყვანა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩში ზადარელები ზაგრებელებს შინაურ კედლებში მასპინძლობდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონები ხდებოდნენ, თუმცა, 71:78 წააგეს და თავი მეტად რთულ მდგომარეობაში ჩაიგდეს.

ბოისამ მოედანზე მხოლოდ 8 წუთი დაჰყო და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 მოხსნა განახორციელა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი ორჯერ იუხეშეს.

ქართველი კალათბურთელის შეზღუდული გარჯა ტრავმით გახლდათ გამოწვეული. “ვოვამ” მუხლი პირველივე მეოთხედში იტკინა და მართალია, მოედანზე დაბრუნებას შეეცადა, რამდენიმე წამში ისევ სათადაროგოთა სკამზე გადანაცვლება მოუხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო რუჟიჩმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, “ციბონას” ლიდერმა გორდონმა კი 25 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტი მატჩი ზაგრებში გაიმართება.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო