"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე

"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კალაძის შეთავაზების შესახებ ინფორმაციაზე

ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რითაც კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

"ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები. გარწმუნებთ, ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლა შესთავაზა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზება იყო, თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტი დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი თანამდებობრივ ცვლილებას არ დათანხმდება.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."