დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მნიშვნელოვანმა დაცემამ, ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება გამოიწვია.
როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში, "ავერსსა" და "პე-ეს-პე"-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ქსელში ფასების მატება ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
ამასთან, ამ ეტაპზე კომპანიები ვერ აკონკრეტებენ, რამდენი პროცენტით მოიმატა ფასებმა წამლებზე.
ფარმაცევტულ კომპანიებში განმარტავენ, რომ მედიკამენტებზე ფასები ლარის კურსის გამყარებასთან ერთად, ავტომატურად შემცირდება.