საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ქარდავა 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:
სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით.
საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით.
ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ", ასევე მე-3 ნაწილით.
ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები", - ნათქვამია განცხადებაში.